ინდოეთში ბოლო 6 დღეში კორონავირუსის 100 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 549 197-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 321 774 და დაღუპულია 16 487 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 100 000-ზე მეტი შემთხვევა ინდოეთში ბოლო 6 დღის განმავლობაში გამოვლინდა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მე-4 ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა