მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა შემოტანილი შემთხვევებია და ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

როგორც ეზუგბაია ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში სულ 24 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, შემოტანილი შემთხვევებია.

ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი გახლავთ, აზერბაიჯანიდან შემოსული, მოქალაქეც აზერბაიჯანელია. ჩვენს ცენტრში 1 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. არც ერთ ახალ პაციენტთან დაავადების პროგრესირებას ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა, შენარჩუნებულია მათი ზოგადი მდგომარეობა კვლევებითაც. საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა