გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დაცვის მხარე კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებბს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკა ჟვანიას გამოძიება 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისა და ასევე 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარ შთანხმებით ჯგუფის მიერ.

„კატეგორიიულად გამოვრიცხავ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას ვახტანგ ჩიქოვანის მიერ, ასევე ნიკა ჟვანიას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ მოსამართლის აღნიშნული განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩაგვბარებია, დღეს დღის მეორე ნახევარში ჩაგვბარდება განჩინება და გაცნობის შემდგომ ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებას,“- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარისთვის სრულად მიუღებელია იმ სტანდარტითა და იმ მოცემულობით დავა, რა მოცემულობითაც დღეს ბრალდების მხარე სასამართლოში წარადგენს მათ პოზიციას.

„დამტკიცებული არაფერი არ არის. პროკურატურა ედავება მას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია დაცვის მხარისთვის იმ სტანდარტით დავა და იმ მოცემულობით დავა, რა მოცემულობითაც დღეს ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენს მათ პოზიციას. გუშინდელიდან მოყოლებული ჩვენ ვამბობთ, რომ ბრალდების მხარის მსჯელობა ვერ უძლებს კრიტიკას და ჩვენ აღნიშნულს დავამტკიცებთ მომავალში სასამართლო სხდომაზე,“- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა