თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ექიმი-რეანიმატოლოგის, კონტანტინე მუმლაძის განცხადებით, თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

მისი თქმით, სამართალდამცველს ზედა კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა.

“მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ცნობისთვის, თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს