გია ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე - იქით ბერა ივანიშვილს გადაწვდნენ, აქეთ - გირგვლიანის საქმეს, ამ თემაზე პარალელს ავლებენ, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს უზნეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

"ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ -გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო და ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი",-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა