ანა დოლიძე - ეკონომიკის სამინისტროს მოვუწოდებ, 5 ივლისამდე პასუხი გასცეს და შემოიღოს რეგულაცია კერძო ბაღებთან დაკავშირებით

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ კერძო ბაღებისთვის არ არსებობს კონკრეტული რეგულაცია, როგორ უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება. დოლიძე ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს კერძო ბაღებისთვის რეგულაცია, რათა მათ მუშაობა განაახლონ.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ წინაშეა მორიგი შემთხვევა, როდესაც იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს, დაარეგულიროს კერძო ბაღების ვითარება, რამდენიმე ათასი ადამიანი დგას სამუშაოს დაკარგვის წინაშე, ხოლო ეს მცირე ბიზნესი, რომელიც აკეთებს სერიოზულ კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, არის გაკოტრების წინაშე. ივნისის დასაწყისიდან თითქმის ყველა დაწესებულება უკვე ამუშავებულია, მოქალაქეები გავიდნენ სამსახურში და უდიდესი პრობლემა, რომელიც დღეს აქვთ მშობლებს, არის ის, თუ სად უნდა წაიყვანონ მცირეწლოვანი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ბაღების წარმომადგენლებმა მოიარეს ძალიან ბევრი სახელმწიფო დაწესებულება, ეკონომიკის სამინისტროდან და უწყებათაშორისი საბჭოდან პასუხი როგორ უნდა გაიხსნას 5 ივლისს კერძო ბაღები, კონკრეტული რეგულაცია, რომ ამ ადამიანებმა დაგეგმონ საკუთარი მომავალი და ელემენტარულად დაარეგულირონ ურთიერთობა ფართის გამქირავებელთან, დღემდე არ არსებობს. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ხელით დაჭერილი სამუშაო ადგილები, იმისთვის, რომ მშობლებს მივცეთ განცდა, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას დატოვებენ, როცა თვითონ მუშაობენ, ჩვენ მოვუწოდებთ დღესვე ეკონომიკის სამინისტროს, მალევე, 5 ივლისამდე, სასწრაფოდ გასცეს პასუხი და შემოიღოს რეგულაცია კერძო ბაღებთან დაკავშირებით, ისეთი რეგულაცია, რომელიც მისცემს საშუალებას ამ მცირე ბიზნესს, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, რადგან დაკეტილი იყო დიდი ხნის განმავლობაში, ამუშავდეს და გააგრძელოს რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება”, - განაცხადა დოლიძემ ბრიფინგზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო