ადვოკატმა გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც სასამართლო პროცესზე რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება გახდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მოწმის განაცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის გარე პერიმეტრზე მდებარე სათვალთვალო კამერები აფიქსირებდა იმ ადგილს, სადაც რურუას შეჩერება და დაკავება მოხდა, თუმცა, აღნიშნული ჩანაწერი არ არის იმ ჩანაწერში, რომელიც გამოძიებას ამოღებული აქვს.

ადვოკატის თქმითვე, არსებობდა ჩანაწერი, რომელიც აჩვენებდა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკა არ მომხდარა და ჩხრეკის ოქმი ყალბია და რეალობას არ წარმოადგენს.

საძაგლიშვილის თქმითქვე, გიორგი რურუას იარაღი კი არ "ჩაუდეს", დოკუმენტურად გაუფორმეს ისე, რომ მისი ჩხრეკა საერთოდ არ განხორციელებულა და ეს მოწმის ჩვენებითაც გამოიკვეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს