ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილზე - ამ ადამიანს ლეგიტიმური უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა ხმას

ამ ადამიანს აქვს ლეგიტიმური უფლება მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მითუმეტეს, ისეთ არჩევნებში,სადაც ლეგიტიმურად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა ხმას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილის ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და მათ შორის, რომ ეს ადამიანი 7 წლის განმავლობაში ციხეში იყო გამოკეტილი და მისი გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით სტრასბურგმა რა დასკვნა დადო და როგორ იყო ეს, საზოგადოებისთვის ცნობილია, ამიტომ, ის რომ ამ ადამიანს აქვს ლეგიტიმური უფლება, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მითუმეტეს, ისეთ არჩევნებში, სადაც ლეგიტიმურად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისცემენ თუ არა ხმას, მე მგონი, რომ აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება კონსულტაციები. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება, ეს რომ შორს ვეღარ იქნება ფაქტია, რადგან არჩევნები კარზეა მომდგარი, ამიტომ ძალიან მალე, მათ შორის, ოპოზიციური ერთიანი კანდიდატები იქნებიან სადმე სხვაგან თუ „ნაციონალური მოძრაობა“, პირობითად, კონკრეტულად დააყენებს სხვადასხვა ოლქში, ამაზე გადაწყვეტილებას გაახმოვანებს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო