ლევან კობერიძე - ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო, „ქართულ ოცნებას" სხვა შანსი არ გააჩნია, თუ არა ის, რომ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს

„ქართულ ოცნებას" ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო, არანაირი სხვა შანსი არ გააჩნია, თუ არა ის, რომ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული რისკები არსებობს, თუმცა, „ქართულ ოცნებას" ცვლილებების მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ აქვს.

„როცა საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან" და „ნაციონალურ მოძრაობასთან", რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა, დღეს „ქართულ ოცნებას" არანაირი სხვა გზა არ აქვს, თუ არა სრულად მისცეს ხმა ამ კანონპროექტს, ვინაიდან ჩვენი ხმები, „დამოუკიდებელი დეპუტატების" და უფრაქციო დეპუტატების ხმათა ჯამი საკმარისია ამ კანონპროექტის გატანისთვის. ამიტომ „ქართულ ოცნებას" ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო, არანაირი სხვა შანსი არ გააჩნია, თუ არა ის, რომ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს,"- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო