არჩილ თალაკვაძე - დღეიდან უკვე საარჩევნო კოდექსზე მუშაობას ვიწყებთ და უახლოეს 10 დღეში პარლამენტი ამ ცვლილებებსაც მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც დაამტკიცებს.

როგორც თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება პირობას ასრულებს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

„დღეიდან ჩვენ უკვე მუშაობას ვიწყებთ საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი, ასევე, მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს. ამით, ხელისუფლება სრულად შეასრულებს დადებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე, როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება,“-აღნიშნა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს