მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ისტერიით შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ისტერიით შეხვდნენ. მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები არათუ გავიდნენ 8 მარტის შეთანხმებიდან, არამედ მის წინააღმდეგ წავიდნენ.

„ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე, „ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის, დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული, პარლმენტის შენობის გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არათუ გავიდნენ 8 მარტის შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ. ახლა დღეს რითი შეფუთავენ - რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით თუ ასე შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მათ შეთანხმების პირობები არ შეასრულეს. ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მოქმედება იყო,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო