მამუკა მდინარაძე - ბოლო სამი ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოვებულ სისტემაზე გადასვლა ვერ ხერხდებოდა - ჩვენ ეს მოვახერხეთ

ბოლო სამი ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოვებულ სისტემაზე გადასვლა ვერ ხერხდებოდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მისივე თქმით, თუ საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მეტ დემოკრატიულობას უზრუნველყოფს, მაშინ დემოკრატიულობა უზრუნველყოფილია.

„მინდა, ჩვენს ქვეყანას მივულოცო. დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო სამი ათეული წელია ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოვებულ სისტემაზე გადასვლა. ეს ჩვენ მოვახერხეთ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ახლა, 2020 წელს, რამდენიმე თვეში დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ამ სისტემის პროპორციულობა გაიზარდა და ის არის 120/30-ზე. ეს იყო შეთანხმების ნაწილიც, ეს იყო ჩვენი პირობაც და ეს პირობა შესრულდა. ამიტომ, მე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს არა მხოლოდ პარლამენტმა და პარლამენტარებმა, არამედ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ მეტად პროპორციული იყოს უკვე 2020 წლის არჩევნები. ხოლო შემდეგ, საქართველო გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე. ეს არის დემოკრატიის მიღწევა, ხარისხის ამაღლება და თუ თანხმება საზოგადოება და კონსოლიდირებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პროპორციული სისტემა მეტ დემოკრატიას უზრუნველყოფს, მეტი დემოკრატია შესაბამისად ამით უზრუნველყოფილია,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა