ლევან კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებაზე - რისკები ნამდვილად იყო და მინდა გითხრათ, რომ სწორედ დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატების დამსახურებაა ეს ყველაფერი

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი, ლევან კობერიძე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

„რისკები ნამდვილად იყო და მინდა გითხრათ, რომ სწორედ დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატების დამსახურებაა ეს ყველაფერი, რომელიც ძალიან მკაფიოდ ადასტურებდა თავის მზაობას პირველ, მეორე, მესამე მომსმენაზეც. 24 იყო ასეთი დეპუტატი და ამით „ქართულ ოცნებას" არ მიეცა საშუალება, რაიმე სახის პოლიტიკური ხრიკებისთვის მიემართა, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

ამიტომ, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სწორედ პოლიტიკური მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ორპოლუსიანობა არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელი, ეს გამოაჩინა დღევანდელმა დღემ", - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს