ბანგლადეშში, ნავის ჩაძირვის შედეგად 23 მგზავრი, მათ შორის 6 ქალი და 3 ბავშვი, დაიღუპა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდინარე ბურიგანგაში ნავის ჩაძირვის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის 6 ქალი და 3 ბავშვია.

არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ნავზე სულ 50 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრების ნაწილმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის