რომან გოცირიძე - არაერთხელ განმიცხადებია, რომ კონსტიტუციას მიიღებს ივანიშვილი და გიორგი რურუას გაათავისუფლებს, სხვა გზა არ აქვთ

ხელისუფლებას ჰქონდა გასაღები შეთანხმების ორივე ნაწილის და მეორე გასაღები სიმბოლური კი არა, ფიზიკურია - ციხის გასაღები ივანიშვილ - გახარიას ედო ჯიბეში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოხერხდა, თუმცა, შეთანხმება სანახევროდ არის შესრულებული და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ცვლილებები იქნა მიღებული და მისასალმებელია დამოუკიდებელი დეპუტატების და ახლად წარმოქმნილი ფრაქციების მონაწილეობა ამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული საფრთხეები შექმნილიყო, თუმცა, არა „ქართული ოცნების" მხრიდან, ისინი 100- პროცენტიანი მობილიზებით იყვნენ, რადგან სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ვერ გაუძლო ივანიშვილმა საერთაშორისო ზეწოლას, როგორც კი საქმე მის პირადად ფინანსებს და აქტივებს შეეხო. ამაში მნიშვნელოვანია როლია საერთაშორისო ზეწოლისა, მაგრამ არ შეიძლება დავაკნინოთ ის როლი, რაც უპრეცედენტო გაერთიანების სახით საქართველოში არსებულმა უკლებლივ ყველა პოლოტიკურმა პარტიამ მოახდინა. 2 სატელიტი ჰყავს ივანიშვილს და მათაც კი ზურგი აქციეს, მათაც აწყობდათ ფაქტობრივად უბარიერო საარჩევნო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ახალგაზრდების როლი, რომლებმაც სისხლი დაღვარეს აქ. მაგრამ შეთანხმება მიღებულია სანახევროდ და კვლავ გრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა.

არაერთხელ განმიცხადებია, რომ კონსტიტუციას მიიღებს ივანიშვილი და რურუას გაათავისუფლებს, აი დამიბარებია, გაათავისუფლებს გიორგი რურუას, სხვა გზა არ აქვთ,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენეთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით მესამე მოსმენით მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა