სოფო კილაძე - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" შედეგი დადო

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით მიღებით „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები შეასრულა და შედეგი დადო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ნაწილმა, ვინც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, დაამტკიცა, რომ მათთვის ქვეყნის ინტერესები მთავარი არ არის.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი დანაპირები შეასრულა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიესალმებიან, ვისი უშუალო ძალისხმევითა და ჩართულობით მივიღეთ ეს ცვლილებები. საერთო ჯამში, ამით ჩვენი, ქართული საზოგადოება იხეირებს. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ვინც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ქვეყნის ინტერესები კი არა, თავიანთი ინტერესები არის ყველაზე წინა პლანზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას არჩევნებზე მხედველობაში მიიღებს და იმის მიხედვით გვექნება არჩევნების შედეგები.

მთავარია, ჩვენ საბოლოოდ გვაქვს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ის ოპოზიციაც, რომელიც ხმას არ გვაძლევს. ეს არის ყველაზე მთავარი და როგორც იტყვიან, შედეგით უნდა გავზომოთ ყველაფერი.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ" შედეგი დადო", - აცხადებს კილაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)