შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას - 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, ბრალდებულმა დედის კუთვნილი კატის მიმართ სასტიკი მოპყრობა განახორციელა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა