ირაკლი კობახიძე - აგრესიას ვინ ახალისებს, ეს კარგად ვიცით, ეს არის კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და მათი ტელევიზიები

აგრესიას ვინ ახალისებს ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან კარგად ვიცით, ეს არის კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ასევე მათი ტელევიზიები, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას- ხომ არ ახალისებს „ქართული ოცნება“ ძალადობას, როდესაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე პასუხს არ აგებს. ჟურნალისტმა კობახიძეს მაგალითად კორცხელის ინციდენტი შეახსენა და აღნიშნა, რომ დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ჟვანია ერთ-ერთ მსგავს ინციდენტში მონაწილეობდა.

„კორცხელის ინციდენტი მოხდა, თუ არ ვცდები, 2015 თუ 2016 წელს. მას შემდეგ არც ერთი ასეთი ინციდენტი არჩევნებზე აღარ მომხდარა. შესაბამისად, ძალადობას და აგრესიას ვინ ახალისებს ჩვენს ქვეყანაში, ეს ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ეს არის ასევე მათი ტელევიზიები, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიითა და „ფეიკ ნიუსებით“, „ფეიკ ნიუსიც“ არის აგრესიის აკუმულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. შესაბამისად, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვებრძოლოთ აგრესიას, აგრესიულ გარემოს ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის „ქართლი ოცნება“, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა