მარიამ ჯაშის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საერთო გამარჯვებაა

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საერთო გამარჯვებაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამით საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის დაზიანება თავიდან აიცილა.

"მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი მონაწილეობდა ამ პროცესში ან ემიჯნებოდა, ეს საერთო გამარჯვებაა. ეს არის საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე და რაც მთავარია, ჩვენ თავიდან ავიცილეთ საქართველოს იმიჯის შეუქცევადი დაზიანება საერთაშორისო ასპარეზზე. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ამოსავალი. მიხარია, რომ სწორედ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც დავტოვეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო და ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს გამო დატოვეს "ქართული ოცნება", შევქმენით გარანტიები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე გასულიყო. დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს, რომ საქართველოში მომავალი პარლამენტი იქნება უფრო წარმომადგენლობითი, უფრო სახალხო, რეალურად, ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გამტარებელი და მრავალფეროვანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ პროგრესს. სამწუხაროდ, თვეები დაიკარგა იმ ცვლილებებზე, რომელიც 14 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო და არცერთი დღის დაკარგვა აღარ შეიძლება, რომ ჩვენ არ გადავერთოთ მთლიანად ყოველდღიურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია"-აცხადებს ჯაში.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა