გიორგი გახარია - შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და მეზღვაურიც მომავლის პროფესიაა

შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ჩვენ ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს თავისი ძირითადი ფუნქციის - ლოგისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებაში - თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა არ იქნება მძლავრი.

„გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. დღეს ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმიტომ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის 90 პროცენტზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო, ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერდებოდა. ეს ძალიან კარგად გვესმის და მინდა განსაკუთრებით ამ კრიზისში, ეს დღე მოგილოცოთ. საქართველოს დღეს 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროშის ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად, ვაჭრობის და ზღვაოსნობის განვითარებისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ახლა ვინც ზღვაშია, მინდა, პირველ რიგში, მათ

მივულოცო ეს დღე და ვუსურვო შინ მშვიდობით დაბრუნება. საქართველოს რაც შეეხება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ჩვენ ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო და თუ მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უფრო და უფრო არ განვითარდა. სწორედ ამიტომ, პროფესიაც სულ უფრო და უფრო აქტიურად ამოგვყავს პრიორიტეტებში. მოგეხსენებათ, რომ ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა იმიტომ, რომ შავ ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება. საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომელზეც მოთხოვნა გლობალურად მაღალია. დღეს ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა დროშის ქვეშ, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას უკვე ეხმარებიან, ეხმარებიან ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი. ვერაფერს ვერ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფუნქციის - ლოგისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებისათვის, თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ იქნა მძლავრი, განვითარებული და რაც მთავარია, თუ არ გვეყოლება გლობალურად ძალზედ პატივსაცემი, მაღალი ხარისხის პროფესიონალი მეზღვაურები. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც, რა თქმა უნდა, არის მომავლის პროფესია, გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს