პრემიერი - ვიდრე აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყება, მედია სივრცე უაღრესად ტოქსიკური გახდა - სქემა შემდეგნაირად მუშაობს: ტყუილი, „ფეიკ ნიუსი“, შემდგომ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა და უკვე შემდგომ, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება

კოვიდთან დაკავშირებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მთავრობას კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა, ჩვენ ყველაფერს ღიად ვაკეთებდით. მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, მოქალაქეს ვუყვებოდით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის საშუალება აბსოლუტური გახსნილობაა.

„სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყება, სამწუხაროდ, მედია გარემო და მედია სივრცე უაღრესად ტოქსიკური გახდა, სადაც სქემა შემდეგნაირად მუშაობს: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი“. შემდგომ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა და უკვე შემდგომ, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ „ფეიკ ნიუს“ პროპაგანდას, ძალიან მოკლე აქვს. ხშირ შემთხვევაში, ესაა ერთი დღეს, ზოგ შემთხვევაში რამოდენიმე დღე. ამის წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა, აბსოლუტური გახსნილობა. იგივე კოვიდთან დაკავშირებით, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მთავრობას კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა, ჩვენ ყველაფერს ღიად ვაკეთებდით. მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, მოქალაქეს ამ სიმართლეს ვუყვებოდით,“-აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა