ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

„საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 294.5 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.8 მლრდ აშშ დოლარი (107.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო