მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური 2020 წლის 25-26 ივნისს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, CCJE სამუშაო ჯგუფი ამჟამად მუშაობს #23 დასკვნის პროექტზე სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაში მოსამართლეთა ასოციაციების როლის შესახებ. #23 დასკვნა განსახილველად წარედგინება CCJE მორიგ პლენარულ სესიას, რომელიც გაიმართება 2020 წლის ნოემბერში. „ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2 000 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის. მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია 2017 წლიდან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო