გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე - უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის

მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა ბრიფინგზე, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილის შესრულება, გიორგი რურუას გათავისუფლება დარჩა.

„ეს გამარჯვება მოგვიტანა სამმა მნიშნელოვანმა ფაქტორმა. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა და წნეხი „ქართულ ოცნებაზე“, მეორე ეს არის ოპოზიციის ერთიანობა, ფრონტი, რომელიც ჩვენ გავხსენით და მესამე, ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიიისთვის, რომელთაც დაინახეს, რომ 14 ნოემბერს ის დიდი ტყუილი, რომელიც ივანიშვილმა და ქართულმა ხელისუფლებამ აკადრა საქართველოს მოსახლეობას, არ უნდა გასულიყო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაეგრძელებინა. ამ შეთანხმებას კიდევ ერთი საკითხი აქვს შესასრულებელი. გიორგი რურუას გათავისუფლება. ბევრს, შესაძლოა, მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ, მთავარია, რომ საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, რათა ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე.

მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს, რომელიც გვაღარიბებს თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციით, ყველა საკანონმდებლოო ცვლილება იყოს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონდარღვევებით მასობრივი ძალადობით, ფაქტობრივად წაგვართვა არჩევანი.

მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ძალიან კარგად იცით საერთაშორისო საზოგადოების განწყობა, კარგად იცით, რომ ოპოზიცია ერთიანია ამაში და იცით საქართველოს მოსახლეობის განწყობა, ხელი ნუ წაგიცდებათ და ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც გააკეთეთ, წაგვართვით განვითარების პერსპექტივა და ჩვენ ამას ვეღარ შევეგუებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს