რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ უწყების 6 თვის ანგარიში წარადგინა. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს მინისტრის აპარატის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებს.

როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებები - „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ განიხილეს.

შეხვედრაზე, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა