რურუას საქმის პროკურორი - მოწმემ კამერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომერციულ ფართში არსებული კამერა ოფისის შიდა პერიმეტრს უყურებდა და ვერ მოახდენდა ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი გარემოებების აღბეჭდვას

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, კამერა, რომელიც გაფუჭებული იყო, გიორგი რურუას დაკავების ადგილს არ უყურებდა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნული კამერა შენობის მხოლოდ შიდა პერიმეტრს უყურებდა.

„მოწმემ კამერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნამდვილად ამოღებულია გარესათავლთვალო კამერების ჩანაწერი და სასამართლში წარმოდგენილია. დაცვის მხარეს ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი კამერა არ მუშაობდა და რომ თითქოს, ეს იყო ის კამერა, რომელიც უშუალოდ აფიქსირდება გიორგი რურუას დაკავებას. თუმცა, მოწმემ განმარტა, რომ კომერციულ ფართში არსებული კამერა, რომელიც არ მუშაობდა, ოფისის შიდა პერიმეტრს, ინვენტარს უყურებდა. შიდა კამერა ვერანაირად ვერ მოახდენდა ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ასახული გარემოებების აღბეჭდვას. ეს კამერები უშუალოდ არ უყურებს იმ ადგილს, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. მოწმემ ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ეს კამერები იმ ადგილს უყურებდესო, თუმცა, როცა წარდგენილი იქნა ეს ჩანაწერი და თვითონაც გაიხსენა, თქვა, დაადასტურა, რომ სასაფლაოებს უშუალოდ ეს კამერა არ უყურებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 1 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება და კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს