ჯასტინ მაქქენზი სმიტი - საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება ქვეყნის მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი

საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქქენზი სმიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ქართველი ხალხის ნება ურყევია.

"დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია",- წერს ჯასტინ მაქქენზი სმიტი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა