სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება

სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად, მშენებლობის ძირითადი ნაწილი და კომუნიკაციების მონტაჟი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდასარემონტო და ფასადის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო