ლევან ნატროშვილის განცხადებით, არჩევნებზე მინიმალური შეზღუდვები უნდა იყოს, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და დეზინფექციის ჩატარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „არჩევნები და პანდემია", კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილება. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე მინიმალური შეზღუდვები უნდა იყოს, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და დეზინფექციის ჩატარება.

„დღევანდელი შეხვედრა პანდემიის დროს არჩევნების ჩატარებას ეძღვნება. ჩვენ წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მუხლის გარკვეული ფორმულირება მოხდებოდა, თუ როგორ შეიძლება, რომ ის რისკები, რაც პანდემიის დროს არსებობს, გათვალისწინებული იყოს და გარკვეული რეგულაციები შემუშავდეს პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების კუთხით. დღეს სწორედ ამ მუხლის განხილვას ვაპირებთ, სადაც ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც შემდეგ უკვე სხვა საკანონმდებლო აქტები განისაზღვრება, როგორიც არის მაგალითად ცესკო-ს კანონქვემდებარე აქტები, სადაც გაწერილი იქნება, როგორ მიიღებს ამომრჩეველი მონაწილეობას არჩევნებში, ასევე უბანზე მისვლის პროცედურები, საუბარია პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების აუცილებლობაზე, სხვა დამატებით რეგულაციებზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს, განსაკუთრებით კარანტინის ზონებში არსებული ამომრჩევლისთვის და უკვე დაინფიცირებული ამომრჩევლისთვის. სწორედ ამ საკითხების განხილვას ვაპირებთ. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ გვაქვს, რაც ჩამოყალიბებულია. თერმოსკრინინგი ამ მუხლში წერია. ცესკო-ს შეუძლია, რომ თერმოსკრინინგის აუცილებლობაც შემოიტანის დღის წესრიგში, თუმცა წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ თერმოსკრინინგს აქვს ერთი პრობლემა, არაზუსტია, სიცხის გამო შესაძლოა, არაგონივრული იყოს, რომ ადამიანს ხმის მიცემის უფლება ჩამოვართვათ. სავარაუფოდ, ეს ცესკო-ს კონკრეტული დადგენილებით დარეგულირდება. ჩვენ არ ვემხრობით, რომ იმდენად მკაცრი იყოს ეს რეგულაციები, ბევრი ადამიანი შეიძლება უბრალოდ თამაშგარეთ აღმოჩნდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ მინიმალურო შეზღუდვები უნდა იყოს, როგორიც არის პირბადის ტარება, შენობებში სოციალური დისტანცირების დაცვა, სადაც ეს შესაძლებელია და დეზინფეციის გაკეთება ყველა ამომრჩევლისთვის", - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო