აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  -  საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი - ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს