დევნილთა სააგენტოსა და პროექტ  "ზრდა საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორ პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდანა ცნობეს, მემორანდუმი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ერთობლივ განხორციელებას ითვალისწინებს, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.

მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.

„პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამა სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 14 000 ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა