ირანში, ერთ დღეში, კორონავირუსით 162 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ერთ დღეში, კორონავირუსით 162 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თებერვლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღემდე დაინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ვირუსს 158 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 2 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 225 205-მდე გაიზარდა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 186 180 და დაღუპულია 10 670 ადამიანი.

ცნობისათვის, ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა