სალომე ზურაბიშვილი -  საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება  პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.

ამასთან, ის კიდევ ერთხელ შეეხო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ სტაბილურობის შენარჩუნების გამო მიიღო.

„ეს კანონი დღეს ქვეყანაში საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ასევე, სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე კონსტიტუციით და ასევე მორალურად თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნორმალურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი ნაბიჯი, ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. ასევე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ელჩების და ფასილიტატორების როლს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა