მამუკა ხაზარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან

ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან , - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვება და ცივილიზებული სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯია.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს რეალობას საფუძვლიანად შეცვლის. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზებული სამყაროსკენ, თანამედროვეობისკენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან. ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის - მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს. ახლა, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პოზიციაც და ოპოზიციაც, თუმცა ამ მიღწევას ვერავინ წაართმევს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ბრძოლით მოგვიტანა ეს გამარჯვება,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და მიღებული ცვლილებებისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძის შეფასებას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო