ოთარ კახიძე - ივანიშვილი და გახარია ვერ წყვეტს და ვერც  ვერასდროს გადაწყვეტს, ვინ იქნება საქართველოს პარლამენტში

ივანიშვილი და გახარია ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს, ვინ იქნება საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას მოსახლეობა არჩევნებზე მიიღებს.

"პარლამენტში რომ არ უნდა იყვნენ ის ხალხი, ვისაც გავრილოვი ჩამოჰყავს და ვინც მერე ამას ურცხვად ამართლებს, ვისაც ქვეყანა უკან მიჰყავს, ეს სწორედ აღნიშნავს ბატონ გახარიას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება პარლამენტში, ამას ქართული საზოგადოება გადაწყვეტს. ბატონი გახარია კი თავისი წინამორბედების მსგავსად, იწყებს რაღაცას, რადარებიდან გაქრობა რომ უნდა. დღეს მიესალმნენ, კარგი ოპოზიცია ის არის, ხმას რომ გვაძლევსო და ცუდი ოპოზიცია ისაა, ვინც არ შემოვიდაო. მათვის მისაღები პოლიტიკური ლანდშაფტი უნდათ და ასე არ არის. ივანიშვილი და გახარია ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს, ვინ იქნება საქართველოს პარლამენტში. ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არჩევნებზე მიიღებს", - განაცხადა კახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს