სულხან სალაძე - სწორება არის, რომ მაქსიმალურად ბევრმა პირმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა თუმცა, ცხადია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება, რეალობა შეიცვალოს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის განხილვის ძირითად საკითხს, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება და სტაციონარში და საკარანტინო ზონებში მოთავსებული პირების არჩევნებში მონაწილეობა იყო.

სალაძის თქმით, ამ პროცესის განხილვაში ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, მაგრამ სწორება არის იმაზე, რომ მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

თუმცა, მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს რეალობა შესაძლოა, შეიცვალოს.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ეს იყო არჩევნები და პანდემია, შესაბამისად, წარმოდგენილი იყო შემოთავაზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივია უკავშირდება ერთი მხრივ, უბნებზე ეპიდემიური თვალსაზრისით უსაფრთხოებას და მეორე მხარე, ეს არის კარანტინში და სტაციონარში მყოფი პირების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს, მაგალითად, ცესკომ, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა კონსულტირება საჭირო ჯანდაცვის სამინისტროსთან, ან იქნება თუ არა რაიმე ისეთი ტესტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ წინასწარ ვივარაუდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო ამ მიმართულებით.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაზეც საია-მ ისაუბრა, ეს არის გასაჩივრების უფლება - თუკი არ იქნება ჩატარებული არჩევნები კონკრეტულ უბნებზე, მაგალითად, ეს კარანტინი იქნება, თუ სტაციონარი გადასატანი ყუთის საშუალებით, ექნებათ პირებს გასაჩივრების უფლება თუ არა. ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს ამაზე პასუხი დადებითი აქვთ. პასუხი ჩაიწერება და დაზუსტდება, გარდა ამისა ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ უნდა მოხდეს ბიულეტენების დათვლა, მაგალითად სტაციონარში, როცა ადამიანი აძლევს ხმას და კარანტინში ის შეერევა სხვა ბიულეტენებს თუ ცალკე მოხდება მათი დათვლა. უფრო მეტი ტექნიკური საკითხია. ჩემი შეფასებით, ზოგადი მზაობა არის ის, რომ პირველადი შეფასებით წარმოდგენილი დოკუმენტი მიუთითებს იმას, რომ სწორება არის, რომ მაქსიმალურად ბევრმა პირმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და შეზღუდვები იყოს უფრო ნაკლები, თუმცა ცხადია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება, ეს რეალობა შეიცვალოს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა