ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, მოვახერხებთ რაციონალური რეგულაციების გაწერას, რომელიც დაგვეხმარება, არჩევნები ეპიდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თემას, არჩევნები და პანდემია წარმოადგენდა.

მისივე თქმით, არსებითად ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს, რა ზომები უნდა იქნას მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც კარანტინში არიან.

კობახიძე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი მოახერხებს რაციონალური რეგულაციების შემუშავებას, რომელიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაგვეხმარება.

„გაიმართა მორიგი შეხვედრა, თემაზე: "არჩევნები და პანდემია"- რა ზომები უნდა იყოს მიღებული პანდემიის ჭრილში საარჩევნოდ. არსებითად ტექნიკურია საკითხებია, მაგალითად: რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან კარანტინში, როგორ უნდა გაიხსნას ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანი, როგორ უნდა ჩატარდეს საარჩევნო პროცედურები. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოვახერხებთ რაციონალური რეგულაციების გაწერას, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ არჩევნები არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო, მთავარი ამოცანა ჩვენთვის ეს არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და "კოვიდ19"-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას