გენერალურმა პროკურორმა „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს" ფორმატის  შეხვედრაში მიიღო  მონაწილეობა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს (Becnh-Bar)" ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, USAID მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი.

სასამართლოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს“ დაარსებაზე იმსჯელეს.

მხარეები დებულების პროექტზე შეჯერდნენ, რომლის ფართო განხილვა და პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემის, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

უწყების ცნობით, საკონსულტაციო საბჭო მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, თავისუფალი და ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში, პროფესიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშული მეთოდი აპრობირებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა