ლუკ კოფი - ვფიქრობ, რომ შავი ზღვის რეგიონში უნდა გაიზარდოს ნატოს ფლოტი, რაც რეგიონში ალიანსის პოზიციებს დიდად გააძლიერებს

აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაში. ვფიქრობ, რომ შავი ზღვის რეგიონში უნდა გაიზარდოს ნატო-ს ფლოტი, რაც რეგიონში ალიანსის პოზიციებს დიდად გააძლიერებს , - ამის შესახებ „ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უნდა დაეხმაროს უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში. ამასთან, ლუკ კოფმა წამოაყენა იდეა, რომლის თანახმადაც შავი ზღვის რეგიონისთვის სასარგებლო იქნება თუ ბათუმში ნატო-ს ცენტრი განთავსდება.

"ეს ცენტრი შესაძლოა იყოს ნატო-ს ტალინის კიბერთავდაცვითი ცენტრის ანალოგი", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ნატო-ს შავი ზღვის რეგიონში 3 მთავარი ინტერესი აქვს.

"პირველ რიგში, შავი ზღვის რეგიონში 3 ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ნატო-ს წევრები არიან და აშშ მათ ინტერესებს იცავს.

მეორე, აშშ ევროკავშირთან ერთად ცდილობს საქართველოსა და უკრაინაში შეინარჩუნოს სტაბილური და მშვიდობიანი გარემო. აშშ-ის ინტერესია ხელი შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას გახდნენ ევრო-ატლანტიკური გაერთიანების წევრები.

და ბოლოს, რუსეთი არის დიდი ძალა შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი შავ ზღვას იყენებს საკუთარი გავლენის სფეროების გასაძლიერებლად. ამასთან, რეგიონი წარმოადგენს დერეფანს სირიისა და ლიბიის მიმართულებით, სადაც დღესდღეობით რუსეთის სამხედრო ინტერესები იკვეთება. შედეგად შავი ზღვა რუსეთისთვის უფრო მეტია ვიდრე ზღვა. ჩემი აზრით, აშშ-მა შავი ზღვის რეგიონში საკუთარი წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.

ცნობისთვის, ანალიტიკურ ორგანიზაციაში „ჯეოქეისი“, „ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მონაწილეობით, ონლაინ დისკუსია გაიმართა. ონლაინ განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო