ირაკლი კობახიძე - სადაც არის „ფეიკ ნიუსი“, იქ არ არის სრული სიმშვიდე და სტაბილურობა

ჩვენ ვებრძვით „ფეიკ ნიუსს“ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ამოცანა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იქ სადაც არის „ფეიკ ნიუსი“, არ არის სტაბილურობა და სიმშვიდე.

„ჩვენ ვებრძვით „ფეიკ ნიუსს“ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა და ეს არის საზოგადოების ამოცანა. სადაც არის „ფეიკ ნიუსი“ იქ არ არის სრული სიმშვიდე და სტაბილურობა. აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას მნიშვნელოვანია, დავუპირისპირდეთ იმ „ფეიკ ნიუსს“, რომელიც ასე ფართოდ არის გავრცელებული ტელევიზიებში. აქ საუბარია პარტიულ ტელევიზიებზე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებსაც თავის მხრივ, ამოძრავებს ანტისახელმწიფოებრივი მიზნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა