დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი - უკრაინასა და საქართველოში ამერიკული ლაბორატორიების უსაფრთხოება შეშფოთებას იწვევს

უკრაინასა და საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიების უსაფრთხოება შეშფოთებას იწვევს ამ სახელმწიფოებში სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამის შესახებ „ტასს“-თან ინტერვიუში დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა განაცხადა.

„ვითარება, რომელშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა, სხვა პრობლემა წამოჭრა - ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც დსთ-ს ესაზღვრებიან, ბიოლაბორატორიების განთავსება, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ უწყებებსა და ფონდებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამერიკული ბიოლაბორატორიები უკრაინასა და საქართველოში, ამ სახელმწიფოებში სახელმწიფო მმართველობის პრობლემასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ნოვიკოვმა.

მისი თქმით, გარკვეულ გარემოებებში ბიომასალების გაჟონვის რისკები მაინც არსებობს. "ეს არ განეკუთვნება ტერორიზმს, მაგრამ არსებობს ნეგატიური შედეგების საფრთხე, როგორც ნებისმიერ მაღალტექნოლოგიურ პროცესში".

„არსებული პანდემიის გამოცდილებამ შესაძლოა მოგვცეს წარმოდგენა ბიომასალების არაკონტროლირებადი გაჟონვის ან დანაკარგის შედეგებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ სიცოცხლისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ნოვიკოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო