ირაკლი აბესაძე - ივანიშვილის კუთვნილმა "ინვესტ კაპიტალმა" იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად "ფონდ ქართუს" მიჰყიდა, რომლის დამფუძნებელიც ასევე ბიძინა ივანიშვილია

იპოდრომი გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა და მყიდველი თავად ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, მისმა კუთვნილმა შპს "ინვესტ კაპიტალმა" იპოდრომის მთლიანი ტერიტორია 60 მილიონ ლარად მიჰყიდა "ფონდ ქართუს“, რომლის დამფუძნებელიც ასევე ბიძინა ივანიშვილია , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

აბესაძის თქმით, ეს ტრანზაქცია ძალიან ბერ კითხვას ბადებს და საჭიროა, "ფონდმა ქართუმ“ მკაფიო განმარტება გააკეთოს.

„იპოდრომი გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა და მყიდველი თავად ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, მისმა კუთვნილმა შპს "ინვესტ კაპიტალმა" იპოდრომის მთლიანი ტერიტორია "ფონდ ქართუს“ მიჰყიდა 60 მილიონ ლარად, რომლის დამფუძნებელიც ასევე ბიძინა ივანიშვილია და ეს ფონდი მის საკუთრებაშია. ანუ ივანიშვილმა საკუთარი ერთი ჯიბიდან 60 მილიონი ლარი მეორე ჯიბეში გადაიდო და ჩნდება ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა:

პირველი, რას უკავშირდება ეს ნასყიდობა, უკავშირდება ეს ვთქვათ, იპოდრომის რეაბილიტაციას და აღორძინებას? რატომ იყო შეუძლებელი იპოდრომის რეაბილიტაცია იმ შპს-ს საკუთრებაში ყოფნისას და ზოგადად, რა მომავალი ელოდება იპოდრომს.

მეორე, ვისია ეს 60 მილიონი ლარი რეალურად, ვინ იყო შემომწირველი ფონდის ბიუჯეტში, ეს იყო თავად ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი? თავად საიდან აიღო ეს 60 მილიონი, რომელიმე ოფშორული კომპანიიდან, საიდან გადმოირიცხა? ანუ ხომ არ არის რაიმე საეჭვო ტრანზაქცია თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. შემდეგ, საინტერესოა, რას გააკეთებს შპს ამ თანხით და ეს ფული რაში დაიხარჯება.

იცით, რომ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილი არა მხოლოდ საკუთარ ფულს, სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებსაც ხშირ შემთხვევაში, უკანონოდ იყენებს წინასაარჩევნო მიზნებისთვის", - აცხადებს აბესაძე.

აბესაძის განცხადებით, მესამე სექტორმა ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

"პირველ რიგში ფონდმა „ქართუმ“ უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო განმარტებები, რას აკეთებს და როგორ აკეთებს. ასევე არასამთავრობო სექტორმა, როგორც ჩანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს წინასაარჩევნო პერიოდში. კონკრეტულად ამ ტრანზაქციასაც, ამ შპს-საც და ამ 60 მილიონსაც, მაგრამ ზოგადად ივანიშვილის მცდელობას, რომ საკუთარი ფული უკანონოდ არ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიაში, რადგან ამის საშიშროება და ალბათობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა