შვიდ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

30 ივნისს, “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ორგანიზებით შვიდი ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა გაიმართება , რომელზეც ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელები ხელს მოაწერენ ერთობლივ დოკუმენტს.

"შეთანხმების მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოების შექმნა, კერძოდ: შეხვედრები და კოორდინაცია; ერთობლივი სამოქმედო გეგმა მთავრობასთან კომუნიკაციისათვის; ერთობლივი განცხადებები/რეკომენდაციები და სტრატეგიის შემუშავება ბიზნესის სამართლიანი ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარების გაწევის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო