არიზონას შტატში ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები ისევ დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აშშ-ის არიზონას შტატში ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და წყლის პარკები ხელახლა დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება.

შტატის გუბერნატორის, დაგ დუსის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების გახსნა 17 აგვისტოსთვის გადაიდო. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ცნობისათვის, შტატში კორონავირუსის 75 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა კალიფორნიაშიც, სადაც ორშაბათს კორონავირუსის 7 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 223 000-მდე გაიზარდა.

ახლადგახსნილი ბარების ხელახლა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ტეხასსა და ფლორიდაშიც, ხოლო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ, დახურული ტიპის კვების ობიექტების გახსნა, რომელიც ამ კვირაში იგეგმებოდა, დროებით კვლავ გადადო.

შეზღუდვები გამკაცრდა კანზასის შტატშიც. გუბერნატორ ლაურა კელის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ცნობისათვის, ივნისში, აშშ-ის 22 შტატში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 681 811 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1 117 177 და დაიღუპა 128 783 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:არიზონას შტატში ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები ისევ დაიხურა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა