ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 7 პეკინში გამოვლინდა.

ცნობისათვის, პეკინთან ახლოს მდებარე ანქსინის მუნიციპალიტეტში, სადაც 500 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. დღის განმავლობაში ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ეძლევა სახლიდან გასვლის უფლება იმისთვის, რომ საკვები, მედიკამენტები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინოს.

ჩინეთში, ეპიდემიის გავრცელების დღიდან, კორონავირუსის 83 531 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა