ნიკოლას მადურომ ევროკავშირის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცა

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ევროკავშირის ელჩს იზაბელ პედროსას ქვეყნის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„თუ მათ არ შეუძლიათ, ვენესუელას პატივი სცენ, მაშინ მათ ქვეყანა უნდა დატოვონ. შეგვიძლია, გასამგზავრებლად თვითმფრინავი გამოვუყოთ,“- განაცხადა მადურომ.

ნიკოლას მადურომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა სანქციები ვენესუელაში კიდევ 11 ოფიციალურ პირს დაუწესა „იმ მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ვენესუელაში ”.

ცნობისათვის, ამ დროისთვის ევროკავშირის სანქციები ვენესუელაში 36 ოფიციალურ პირს აქვს დაწესებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს