ჩინეთმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კანონს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ცნობისათვის კანონის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება. კანონი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილია რომ ჰონგ-კონგის მთავრობას მოეთხოვება, ძირითადად ახალი კანონის თანახმად იმოქმედოს, ზოგიერთ შემთხვევაში პეკინს ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინადადებისა და გადაწყვეტილების გაუქმების უფლება ექნება. გარდა ამისა, ახალი კანონის ფარგლებში, ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტო შექმნას, რომელიც ქალაქის მთავრობას „ზედამხედველობასა და მხარდაჭერას“ გაუწევს. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი,შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს, პეკინი კი ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და შეთქმულებასთან ბრძოლაა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა