სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 30 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკროაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ბაგრატ III, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და ბობ უოლშის ქუჩების მცხოვრებლებს.

"გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კოსტავას, ანაკლიის, პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ჯიქიას, ვიქტორ დოლიძის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.კრწანისის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის და მეფე სოლომონ II ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, გლდანის ხევის დასახლების, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის, დავით სარაჯიშვილის, ავშნის და მუხიანის ქუჩების მცხოვრებლებს.დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, საცხენისის, ელდარის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო