დავით ჭიჭინაძე - აქამდე არ უნდოდათ დემოკრატია ამ ქვეყანაში და ახლა უნდათ?! სად გაქრა კალაძის პრინციპულობა?

რომ გამოლაგდა ლამის მთელი „ოცნება“ და დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობენ, რამდენიმე თვის წინ, კალაძე რომ ამბობდა, არაფერი შეიცვლებაო ანუ მაშინ დემოკრატიას მარხავდნენ?! მაშინ არ უნდოდათ დემოკრატია ამ ქვეყანაში და ახლა უნდათ?! ან სად გაქრა კალაძის პრინციპულობა?“ - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭნაძე, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო საყურებელი და მასკარადია.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წევრებს დღეს ჩვეულებრივი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, რის შემდეგაც ზოგს, ალბათ, თანამდებობას მისცემენ, ზოგს სიაში ჩასვამენ, ზოგს კი დააბინავებენ,

„ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო საყურებელი და მასკარადია. არც არჩევნებთან აქვს არაფერი საერთო. ერთადერთი, რასთანაც ამ ყველაფერს აქვს კავშირი - ივანიშვილის კარზე როგორ დაბინავდნენ - აი, ეს არის დღეს მათი მთავარი მოთხოვნაც და მოცემულობაც. დღესაც ჩვეულებრივი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, რის შემდეგაც ზოგს, ალბათ, თანამდებობას მისცემენ, ზოგს სიაში ჩასვამენ, ზოგს დააბინავებენ, ზოგსაც გადააგდებენ და ამიტომაც ვიღებთ რეალობას, რომ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ვინ დგას და ვის ირჩევენ, ხალხმა არ იცის. ისეთი ადამიანებიც კი ხვდებიან სიებში, ვისაც მეამბოხეობაც კი შეუძლიათ დააბრალონ ანუ, ისეთი მანიპულირება ხდება ადამიანებით, ვისაც არა მარტო ვალდებულება არ გააჩნიათ ამორჩევლის წინაშე, არამედ მათ თავისი არაფერი არ გააჩნიათ. ამიტომ ვთვლი, რომ ადამიანი პესონალურად უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე და არა ვიღაცის ზურგს უკან“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო