ემიგრანტთა ოჯახის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ემიგრანტთა ოჯახის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ დამატებითი სპეცრეისები დანიშნოს და მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.

"ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა ხელისუფლება, რომ ხელისუფლებამ სპეცრეისები დანიშნოს და აღასრულოს ჩვენი მოქალაქეების ყველაზე უმთავრესი უფლება, დაბრუნდნენ სამშობლოში. ხელისუფლება სრულ იგნორირებას ახდენს. პიარისთვის რამდენიმე სპეცრეისი დანიშნა და ამ დროს ათობით ათასი მოქალაქე უპატრონოდ, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, უცხოეთში უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენი ეს მოთხოვნა უმთავრესია.ხელისუფლებამ სპეცრეისები უნდა დანიშნოს და სათანადო წესების დაცვით ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები დააბრუნოს",-განაცხადა აქციის ერთ-ერთ მონაწილემ ირაკლი კიკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა